მშვიდობის მსურველნი

image

როგორც იქნა რეჟიმში ჩავჯექი და ადრე დაძინებულს ყოველთვის ადრე მეღვიძება. მიუხედავად იმისა რომ კვირაა დღესაც 9 საათის მერე გამეღვიძა და ცოტა ხანში მესმის აივნიდან ისეთი ხმები მეგონა აპოკალიფსი იწყებოდა.

მივხვდი ჩიტები შემოესიენ ჩემს აივანს მაგრამ ისეტი “აურზაური” იყო ძალიან ფრთხილად გადავწიე ფარდა და ვხედავ რამდენიმე მტრედი ჩემი აივნის მოაჯირზე ზის თანაც განსაკუთრებით ბუთხუზები რასაც ჰქვია მსუქნები იყვნენ. ნელა გავაღე კარი იქნებ იტალიური ფესვების მტრედები იყვნენ და შემომფრენოდა ყველა ერთად. 😀 ხელი ავუქნიე და არა მარტო ეს 4-5, არამედ ჯამში 50 მტრედი წამოიშალა, სახურავზე საერთოდ “ჯგრო” ყოფილა. ეტყობა გუნდურად მიფრინავდნენ მსუქნები და მაინცდამაინც ჩემი აივანი და მისი სახურავი ამოირჩიეს შესასვენებლად. გული კი გამისკდა ამდენის დანახვისას მაგრამ იმედია მშვიდობის განსხეულებებმა ამით მშვიდობა მისურვეს 2015 წელს. ^_^ თქვენც ყველას გისურვებთ ბუთხუზა მშვიდობას !

Leave a comment